მამუკა მდინარაძე – გვარამიას „ნაცებისგან“ გამიჯვნა სასწაულად მიმაჩნია – საერთო წარსული, საერთო აწმყო აქვთ, საერთო დავალებების ქვეშ მოქმედებენ და შესაბამისად, აქვთ საერთო მომავალიც

ყველას აქვს საერთო მიზანი და რამდენადაც არ უნდა დაიშალონ და როგორც არ უნდა გაიშალონ, ამ ოპოზიციურ ველზე თავის რეიტინგზე მაღლა ვერ ახტებიან, თავზე მაღლა ძალა ჯერ არავის უპოვია და ვერც ისინი იპოვიან, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მესამე ძალის შექმნის მცდელობის თაობაზე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ.
ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, მას „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა „სასწაულად მიაჩნია“, რადგან მათ აქვთ საერთო წარსული, აწმყო და შესაბამისად, მომავალიც.
„გვარამიას „ნაცებისგან“ გამიჯვნა სასწაულად მიმაჩნია- როგორ შეიძლება გაემიჯნონ ერთმანეთს ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებსაც ჰქონდათ საერთო წარსული, აქვთ საერთო აწმყო, საერთო მესიჯბოქსით, საერთო დავალებების ქვეშ მოქმედებენ და შესაბამისად, აქვთ საერთო მომავალიც.
როდესაც, მაგალითად, გახარია ცდილობს, გაემიჯნოს „ნაცმოძრაობას“-ს, ჯერ უნდა გაემიჯნოს თავის წარსულს ამ მიმართულებით – როდესაც მან ჯერ უღალატა თავისსავე გუნდს და შემდეგ კოალიცია შეუქმნა საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობას“. აქედან გამომდინარე, ეს ხელოვნური გამიჯვნები შედეგს ვერ მოუტანთ და გინდა შეკრიბონ თავისი რეიტინგები და გინდა ცალ-ცალკე გამოვიდნენ, არც ერთ შემთხვევაში წარმატება არ არის. ამიტომ სხვა რადიკალურ ღონისძიებებს მიმართავენ, ალბათ, თავისი მიზნების შესასრულებლად“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ