მამუკა მდინარაძე – გაიმართება ყრილობა, სადაც „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე იქნება არჩეული, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, რის შემდეგაც ყრილობაზე „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე აირჩევა.
მისივე განცხადებით, მოხდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის მცირედით განახლებაც.
„თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორც ხდება ხოლმე და შემდეგ უკვე გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე.
ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. დეტალები, როგორც ყრილობის თაობაზე, ასევე, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მ.