მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს
მე ყველას ძალიან გთხოვთ, არ უარყოთ ეს ვერსია თუ შეიძლება, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. მდინარაძის განცხადებით, ასეთი ოპერაციები ფილმებში გვინახავს, შესაბამისად, ბაჩიაშვილის ვერსია მას ძალიან მოსწონს. მისივე თქმით, გამოძიება ყველა შეკითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.
“ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და ამის შედეგად საქართველოს მსჯავრდებული წამოიყვანა სხვა ქვეყნიდან. ასეთი ოპერაციების შესახებ კინოებში გვინახავს, გაგვიგია და დიდი ინტერესით გვიყურებია, ამიტომ, მოდით, არ უარვყოთ ეს ვერსია და არ ვთქვათ, რომ ეს ასე არ იყო. კიდევ უფრო სერიოზულად თუ მკითხავთ, მე როგორც ვიცი, გამოძიებას მიმართა და ბუნებრივია, არსებობს ვალდებულება, ასეთი საკითხები დეტალურად იქნას გამოძიებული, მათ შორის, მისი დაკავების დეტალები და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს დეტალურ და ამომწურავ პასუხს. თუმცა, მე წინააღმდეგობას მის მიერ გახმოვანებული ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია