მამუკა მდინარაძე – არცერთი კომისიის არცერთ დასკვნას არ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოს, დემოკრატიული არჩევნებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული – ხალხმა იმისთვის არ იბრძოლა, რომ ვიღაცამ თითი დაგვიტკაცუნოს და გავაკეთოთ

პირდაპირ ვამბობთ, ვენეციის კომისიის და არცერთი კომისიის არცერთ დასკვნას არ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოს, მისი დემოკრატიული არჩევნებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული , – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მ ცესკოს ფორმირების წესზე პრეზიდენტის “მოტივირებული შენიშვნების“ განხილვისას განაცხადა.
მდინარაძის მტკიცებით, ს ვეტოს ფარგლებში შეთავაზებული ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი “ევროპაში არსად არ არის და გინდა თუ არა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ“.
“ჩვენ შევძელით და იმ ზომაზე დავდექით, გაბედულობის იმ ხარისხს მივაღწიეთ, რომ ვამბობთ: – ქართული სუვერენიტეტი, საქართველოს დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ… აქ ზის , რომელიც დღე და ღამ იბრძოდა, ქუჩაში იყო, დასდევდნენ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები – მაგალითად, კომკავშირელი ხაზარაძე, მერე თაღლითი რომ გახდა… აგერ არის თენგო შარმანაშვილი ეროვნული მოძრაობიდან – ამ ხალხმა იმისთვის არ იბრძოლა, რომ ვიღაცამ თითი დაგვიტკაცუნოს და გავაკეთოთ! მათ იმისთვის იბრძოლეს, რომ აქამდე მოვსულიყავით.
დღეს ყველას თამამად ვეუბნებით, რომ თანასწორად, პარტნიორულად ველაპარაკოთ და რაც არ არის არსად, ჩვენ მის მიღებას ნუ დაგვაძალებთ – ეს არის სწორი და სამართლებრივადაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესატყვისი“, – განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე.