მამუკა მდინარაძე არასამთავრობოებზე – როგორც კი ამ ადამიანებმა შეიძლება შეძლონ და თავის თავზე მაღლა დადგნენ, თქვან, რომ არაფერია აქ რუსული და ანტიქართული, გარანტიას გაძლევთ, ჩვენი პარტნიორების კრიტიკა იმ წუთას გაქრება

გარანტიას გაძლევთ, ეს ხალხი რომ გაჩერდეს, NGO-ებმა რომ თქვას: – კი ბატონო, რა პრობლემაა, წელიწადში ერთხელ დეკლარაციას ჩავაბარებთ, რის იმაშიც გინდათ შეგვიყვანეთ, „უცხოური ძალა“ ყველა შემთხვევაში კარგი იქნება და მისი ინტერესი იქნება კარგი – როგორც კი ამის თქმას შესძლებენ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები კრიტიკას იმ დღესვე გაეშვებიან, თუმცა ეს უტოპიაა და ამის თქმას არ ველოდებით, – ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ გააკეთა.
როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, „ის რაც დიდი ქვეყნებს შეუძლიათ, ჩვენც უნდა შეგვეძლოს“.
მისივე თქმით, „ვიდრე ქვეყნის შიგნით იქნებიან ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ იმას, რომ ხელისუფლებას ვიღაცამ უარგუმენტოდ ხელი უქნიოს, მანამდე ეს ტურბულენტობა იქნება“.
„პირობითად ვთქვათ – როგორც კი ამ ადამიანებმა შეიძლება შესძლონ და თავის თავზე მაღლა დადგნენ, თქვან, რომ არაფერია აქ რუსული და ანტიქართული აქ, გარანტიას გაძლევთ, ჩვენი პარტნიორების კრიტიკა იმ წუთას გაქრება. პირიქით იტყვიან: – რახან ერთ აზრზე ხართ, თუ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ ამის კეთება, თქვენ უნდა შეგეძლოთ, პატარა ქვეყნის კომპლექსითა და სინდრომით არ უნდა იმოქმედოთ, არამედ როგორც სუვერენულმა, თავისუფალმა და დამოუკიდებელმა ქვეყანამ“, – განაცხადა მდინარაძემ კომიტეტის სხდომაზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პირველი მოსმენით იხილავენ.
კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.
რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ