მამუკა მდინარაძე ადეიშვილზე – წამების და რეკეტის სისტემის დამლაგებელი რეფორმებზე ევროპელ პარტნიორებს არ უნდა ელაპარაკებოდეს – ასეთ მოცემულობებს არ უნდა შევეგუოთ

ძალიან მძიმე იყო ქართველი კრიმინალის ხილვა უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე, მითუმეტეს, როდესაც ეს ჩვენს ევროპელ კოლეგებს ეხებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განცხადებით, „წამების და რეკეტის სისტემის დამლაგებელი ადამიანი რეფორმებზე ევროპელ კოლეგებს და პარტნიორებს არ უნდა ელაპარაკებოდეს“.
„კიდევ უფრო მძიმე იყო რეაქცია, რაც მათ ამ ვიზიტის შესახებ ჩვენს რეაქციას მოაყოლეს – თითქოს ეს „ფეიკი“ იყო. ნამდვილად არ მოგვჩვენებია და ნამდვილად იყო ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იყო წამების, რეკეტის და მსგავსი დანაშაულების ავტორი, ამ დანაშაულების სისტემურად დამლაგებელი. ის ევროპის უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდებოდა. ვფიქრობთ, ასეთ მოცემულობებს არ უნდა შევეგუოთ, თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს. წამების და რეკეტის სისტემის დამლაგებელი ადამიანი რეფორმებზე ჩვენს ევროპელ კოლეგებს და პარტნიორებს არ უნდა ელაპარაკებოდეს. ძალიან კარგია, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია, მათ შორის, ირაკლი კობახიძის პრემიერობის პერიოდში განსაკუთრებულად მოხდა. დღევანდელი პრემიერი, ჩვენი გუნდის წევრები სამართლიანობის პრინციპთან დაკავშირებით განსაკუთრებულ პოზიციას გამოხატავენ და ჩვენ ასე ვიქცევით. სამართლიანობა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენი მეგობრებთან ურთიერთობაშიც არის უპირატესი მოთხოვნა იმიტომ, რომ არ შეიძლება კრიმინალები ალაგებდნენ რეფორმებს, კრიმინალები გამოდიოდნენ მოდერნიზაციის ავტორებად, თითქოს არაფერი აზიანებს საქართველოში ევროპის მიმართ აღქმებს, როგორც ეს ფაქტი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს ვალდებულება არის დამნაშავეს მაღალი სტანდარტით დაუმტკიცოს დანაშაული.
„ახლა ბურთი არის ჩვენი კოლეგების მოედანზე, რამდენად გამოიჩენენ ისინი საქართველოს მიმართ პატივისცემას“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ის ს განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალიან ბინძური, ტყუილი ინფორმაცია, თითქოს საქართველო ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საშუალებად გამოყენება.
„ეს ტყუილი საქართველოს პარლამენტში დაიწყო და მის ფარგლებს გარეთ გაგრძელდა. სამწუხაროდ, დავით არახამიაც ამ ტყუილის თანამონაწილეა. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, რომელიც ერთ მინიმალურ თემასთან დაკავშირებით დაამტკიცებდა იმას, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ეს არის ძალიან ბნელი ტყუილი, რაც 2 წლის განმავლობაში საქართველოს საწინააღმდეგოდ დომინირებს. ასევე, მან მოითხოვა ფრენების შეწყვეტა. არავინ ეკითხება არახამიას საქართველო ფრენებს შეწყვეტს თუ არა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს“,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ს ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
საქართველოს მთავრობის ამ განცხადებას უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ მართლა ურთიერთობების ნორმალიზებაზეა საუბარი, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს და უკრაინას დაუბრუნოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული , შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა და შეწყვიტოს აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში.

ასევე დაგაინტერესებთ

მათიკაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ არა სანქცირების და ურთიერთობების გაუარესების კუთხით, არამედ დაახლოების კუთხით იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეს გამოყენებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში