მ სუს-ის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, მალხაზ ჩიტაია წარუდგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მ სუს-ის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, მალხაზ ჩიტაია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასწავლო ცენტრში გამართული შეხვედრისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სასწავლო ცენტრი წარმოადგენს უწყების მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ინსტიტუციური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ხაზი გაესვა სასწავლო ცენტრის პრესტიჟის ამაღლებას, ახალგაზრდა კადრების მომზადების მნიშვნელობას, რომლებიც თავისი პროფესიული ცოდნით, შეუერთდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რიგებს.
მამუკა მდინარაძემ სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ პირველ მოადგილესთან, ლაშა მაღრაძესთან ერთად დაათვალიერა სასწავლო ცენტრში განთავსებული ბიბლიოთეკა და უსაფრთხოების ისტორიის მუზეუმი”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს