მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!
„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატმა, მამუკა გელაშვილმა დაბა ახალდაბაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
როგორც მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ადგილობრივებთან ერთად მათ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეიდან მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყე. პირველი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონის კურატორთან, სერგი მუშკუდიანთან და ბორჯომში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან ერთად დაბა ახალდაბაში გავმართე.
ადგილობრივებთან ერთად ვიმსჯელე მათ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ახალდაბაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ასევე, ეწყობა ე.წ. ნეძვის გზა ჯამში, მიმდინარე წელს დაბაში 4,1კმ. გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ.
მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!“, – წერს მამუკა გელაშვილი.
Next: რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში