: სოცქსელებში ჟღერდება პროპაგანდისტული მესიჯები, რომ უნდა ვიმეგობროთ რუსებთან. თითქოს მხოლოდ მათ შეუძლიათ დაგვიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები

“სოცქსელებში ჟღერდება პროპაგანდისტული მესიჯები, რომ უნდა ვიმეგობროთ რუსებთან. თითქოს მხოლოდ მათ შეუძლიათ დაგვიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები.
მესმის, რომ ამას გადახდილი პროპაგანდისტები აჟღერებენ, მაგრამ არის ხალხი, ვინც ამას კითხულობს, იჯერებს და შემდეგ ტირაჟირებას უკეთებს. მე მაინტერესებს ამ ხალხის გონებრივი მომაცემები. მართლა ასეთი გულუბრყვილოები არიან თუ ასე გონებაჩლუნგებად დაიბადნენ ?
ვის და როდის დაუბრუნა რუსეთმა ტერიტორიები საკუთარი კეთილი ნებით ??? შეიძლება აიძულო ეს გააკეთოს, მაგრამ ნებით ? ეს არასდროს მომხდარა. წართმევით კი, იცოცხლე, ბევრი აქვს სხვისთვის წართმეული.
რუსეთმა აღიარა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ერთადერთი, რასაც მისგან მომავალში ნებით შეიძლება ველოდოთ არის ამ კვაზისახელმწიფოების ანექსირება და რუსეთის ტერიტორიად გამოცხადება.
ბრიყვებო ! ნუ მოგყავთ ყარაბაღის დაბრუნება იდიოტურ მაგალითად ! ეს დაბრუნება ნებით არ მომხდარა. აზერბაიჯანმა ეს სამხედრო ძალით გააკეთა. იმ ძალით, რომლის მსგავსიც კი არ აქვს საქართველოს, ხოლო თურქეთის მხარდაჭერამ აიძულა ჩუმად მჯდარიყო,” –  წერს სოციალურ ქსელში პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, .

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს