: სანქცირებით გამოწვეულმა პირველმა ემოციებმა გადაიარა და ახლა შევეცადოთ ცივ გონებაზე დავფიქრდეთ ვითარების განვითარების რა ვარიანტები მოჩანს

“სანქცირებით გამოწვეულმა პირველმა ემოციებმა გადაიარა და ახლა შევეცადოთ ცივ გონებაზე დავფიქრდეთ ვითარების განვითარების რა ვარიანტები მოჩანს. ასეთი ორი მგონია, ცუდი და კარგი. ცუდს არ განვიხილავ, უჩემოდაც იცით რას ნიშნავს ტირანიამდე გამკაცრებული დიქტატურა. უკეთესი ვარიანტი ცხადია ვადამდელი იქნება. ამ ვარიანტს უფრო დეტალურად განვიხილავ.
1. არსებული კვაზიპარლამენტი უნდა გამოცხადდეს არალეგიტიმურად (მექანიზმი როგორი იქნება ამას იურისტები გვეტყვიან). შესაბამისად მთავრობაც და პრეზიდენტად არჩეული ყაველაშვილიც არალეგიტიმურები ხდებიან;
2. ასეთ შემთხვევაში ძველი პარლამენტი, პრეზიდენტი და მთავრობა ითვლება მოქმედად და მათ უნდა დანიშნონ ვადამდელი . რა საარჩევნო კანონმდებლობით, რა ტექნიკური დეტალებით, რომელი ცესკოთი და მთავრობით, ეს ცალკე განსახილველი იქნება;
3. IMHO ძველი პარლამენტი და მთავრობა უნდა გადადგნენ და უნდა შეიქმნას საერთო სახალხო კონვენტი (საბჭო, კომიტეტი ან რაც გინდათ დაარქვით), რომელიც უნდა იყოს შემდგარი მხოლოდ საზოგადოების წევრებისაგან, უდიდესი უმრავლესობით იურისტებისგან, წარმოადგენდეს საქართველოს ყველა რეგიონს და მასში არ უნდა იყოს არც ერთი პოლიტიკოსი. ამ ჯგუფმა (50-60 ადამიანი) უნდა შეიმუშავოს ცვლილებები კონსტიტუციაში და საარჩევნო კანონმდებლობაში იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომლებიც მიღებულია ევროკავშირისგან და ვენეციის კომისიისგან და გადასცეს უკვე გამზადებული ცვლილებები მომავალ არჩეულ პარლამენტს განსახილველად და მისაღებად;
4. კონვენტმა (საბჭომ, კომიტეტმა etc.) პირველ რიგში შეადგინოს დროებითი ტექნოკრატიული მთავრობა, რომელიც არჩევნებამდე უხელძმღვანელებს საქართველოს და შედგენილი იქნება დარგების საუკეთესო პროფესიონალი წარმომადგენლებით. პოლიტიკოსები არც აქ უნდა მოხვდნენ;
5. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ იმ საარჩევნო კანონით, იმ დათქმებით და ტექნიკური დეტალებით, რომლებზეც მოხდება საერთო სახალხო შეთანხმება. არჩევნებში მონაწილეობას პოლიტიკური პარტიები ჩვეულებრივად მიიღებენ.
ეს არის ჩემი გეგმა (ჩემი არ ნიშნავს, რომ ის საუკეთესოა და ყველასთვის მისაღები) მოვლენების უკეთესი განვითარების შემთხვევაში,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, .

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს