მამუკა გამყრელიძე – რუსეთის პრეზიდენტის ნაცისტური და იმპერიალისტური განცხადებები, ღიად წარმოაჩენს მათ მიზნებს და წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისთვის

საქართველოსთვის უკიდურესად სახიფათოა განცხადებები, რაც გაკეთდა გუშინ სახალხო, რუსულ, მსოფლიო ყრილობაზე ს პრეზიდენტის მიერ, რომლითაც საქართველო განიხილება რუსული სამყაროს ნაწილად – ამ განცხადებით, საქართველო, როგორც სამხრეთ კავკასიის ნაწილი, დადგა ანექსიის საფრთხის წინაშე. პუტინის გზავნილები, განსაკუთრებით საგულისხმოა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ჰგავს მის გამოსვლას მიუნხენის კონფერენციაზე, რასაც მოჰყვა ომი საქართველოში 2008 წელს და ომი ში – 2014 წელს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.
მამუკა გამყრელიძის განმარტებით, სრულიად ნათელი ხდება რუსეთის იმპერიული მიზნები უახლოეს მომავალში.
„სახალხო, რუსულ მსოფლიო ყრილობაზე პუტინმა საპროგრამო სიტყვა წაიკითხა რითიც, სავარაუდოდ გახსნა საკუთარი საარჩევნო აგიტაცია. განსაკუთრებით საინტერესოა გამოსვლის შინაარსი, პუტინმა ღიად გამოაცხადა, რომ რუსეთი არის ნაცისტური სახელმწიფო, მან პრაქტიკულად დააგვირგვინა რუსეთის ნაცისტურ დიქტატურად ჩამოყალიბება, განაცხადა რა, რომ რუსული ეთნოსის უპირატესობა ვრცელდება რუსეთში მცხოვრებ ყველა ხალხებზე, ბელარუსები და უკრაინელები ჩაწერა რუსულ ნაციაში, რუსული სამყაროს განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა ყოფილ სსრკ-ში შემავალი ყველა ხალხი და ტერიტორია, რითიც საფრთხის წინაშე დააყენა, ბალტიის ქვეყნები, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია.
ცხადია, ამ გამოსვლაში იყო ღია თავდასხმა დასავლეთზე და პირობა, რომ რუსულ სამყაროს დასავლეთი ვერ შეეხება. გარდა ზემოთქმულისა, პუტინმა ხელი მოაწერა 2024-25-26 წლების ბიუჯეტს, სადაც გათვალისწინებულია უკრაინასთან ომის არნახულად დიდი ხარჯები, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი აპირებს ხანგრძლივი ომის წარმოებას უკრაინასთან და კრებსით დასავლეთთან. თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ იმას, რომ გუშინვე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის NATO-სთან ომისთვის, სრულიად ნათელი ხდება რუსეთის იმპერიული მიზნები უახლოეს მომავალში“, – აცხადებს მამუკა გამყრელიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!

ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ ბრალს, რაც გულისხმობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ბლოკადის მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას – მათ აქვთ სურვილი გამოძიებასთან ითანამშრომლონ