მამუკა გამყრელიძე: იოანე-ზოსიმეთი გართულებს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოგვრჩა თვალთახედვიდან

“იოანე-ზოსიმეთი გართულებს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოგვრჩა თვალთახედვიდან.
ბოლო ხანებში მიმდინარეობს -ს სომხეთთან ურთიერთობის მაქსიმალური გააქტიურება. ფრანგებზე არაფერს ვიტყვი, ისინი ისედაც აქტიურობენ.
აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში მიმდინარე სხდომის, რომელსაც აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ესწრებოდა, შემდეგ გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება, რომელშიც წერია:
1. მოხდება აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული დიალოგის დონის აწევა სტრატეგიულ პარტნიორობამდე (!!!);
2. აშშ გაუწევს დახმარებას სომხეთს სავაჭრო-ეკონომიკურ, ექსპორტის და სანქციების კონტროლის, საბაჟო, ენერგეტიკულ და ასევე სამხედრო მიმართულებით;
3. აშშ მოუწოდებს სომხეთს შეიმუშავოს სატრანსპორტო სტრატეგია “მშვიდობის გზაჯვარედინის” პროექტის საფუძველზე.
გაშიფრვა არ მგონია საჭირო იყოს. ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება ღრმა ოფ საიდში აღმოვჩნდეთ. საკმარისია სამხრეთ კავკასიის რუკას დავხედოთ. არა, სულ მთლად უფუნქციოთ არ დავრჩებით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ლოგისტიკური მნიშვნელობა ძალიან შემცირდება,” – წერს სოციალურ ქსელში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, .

ასევე დაგაინტერესებთ

სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩი – ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე დიპლომატიური პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროს – სად მივდივართ? ევროპაში!