მამუკა გამყრელიძე: ამერიკის ძირითადი ინტერესები იქნება დასავლეთ ნახევარსფეროში, გრენლანდია, კანადა, პანამის არხი, წყნარი ოკეანე. ამ გეგმაზე სრული კონცენტრაციისთვის ტრამპს მსოფლიოში მიმდინარე ომების ცხელი ფაზის დამთავრება დასჭირდება

“მეტი სერიოზულობით, რომ მივუდგეთ ტრამპის “მეორედ მოსვლას”, უნდა გამოვყოთ მისი სტრატეგიის ძირითადი პუნქტები და მიმართულებები.
თავად ტრამპმა მის გენერალურ ხაზს უწოდა “საღი გონების რევოლუცია” (revolution of common sense). შინაარსობრივად ეს არის ამერიკის ეკონომიკის მომავალი ტექნოკრატიული ბუნება, რომელიც ეკონომიკის რეალურ სექტორს დაეყრდნობა. ფსონი დაიდება ახალ ინდუსტრიალიზაციაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ტრამპმა თავის სიტყვაში გააჟღერა მეტალურგია, ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, კოსმოსი. Drill, baby drill ! ყველაფერი ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს. ეს კი, თავისთავად პროლეტარიატის და საშუალო კლასის გაძლიერებას გამოიწვევს. ძლიერი საშუალო კლასი კი ძლიერ ამერიკას ნიშნავს. ტრამპი არ არის კლასიკური რესპუბლიკელი. ის გასული საუკუნის დემოკრატს უფრო მოგვაგონებს.
საგარეო მიმართულებაც ფრიად გამჭვირვალეა. “დონროს დოქტრინა”, როგორც ამერიკულ მედიაში ხუმრობენ. ამერიკის ძირითადი ინტერესები იქნება დასავლეთ ნახევარსფეროში, გრენლანდია, კანადა, პანამის არხი, წყნარი ოკეანე. ამ გეგმაზე სრული კონცენტრაციისთვის ტრამპს მსოფლიოში მიმდინარე ომების ცხელი ფაზის დამთავრება დასჭირდება. შიც და ახლო აღმოსავლეთშიც. სჭირდება ჩინეთთან ურთიერთობების დარეგულირებაც. სადღაც ალბათ სამხრეთ კავკასიის ადგილიც ექნება განსაზღვრული, თუმცა ეს დღეს არ მოჩანს. სომხეთთან დადებული სტრატეგიული ხელშეკრულება წინა ადმინისტრაციის ინიციატივა მგონია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრამპის სტრატეგიის იდეოლოგიური შემადგენელი. ეს გახლავთ დასავლური ფსევდოლიბერალური მეინსტრიმის, ტრანსჰუმანიზმის და ანთროპოლოგიური ბიომორფიზმის მიმართ გამოცხადებული ბრძოლა. კვაზილიბერალიზმი, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთში გადაიქცა ტოტალიტარულ ტროცკიზმად, ამერიკაში უნდა დამარცხდეს. ეს მოძრაობა მომავალში ევროპაშიც გადაინაცვლებს. უკვე ვხედავთ ტრამპის იდეოლოგიურ ღერძს ევროპაში იტალიის, ავსტრიის, უნგრეთის სახით.
დასკვნისთვის. მსოფლიო დიდი ცვლილებებისთვის ემზადება და მის არდში შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, სილიკონ ველის ტექნოლოგიური მილიარდერები და ამერიკული ეკონომიკის რეალური სექტორი იქნება. მათ კი ზურგს ამერიკული არმია გაუმაგრებს. ძალიან უნდოდათ ზოგიერთებს ამერიკის დომინაციის დამთავრება, მაგრამ ჯერ ადრეა ! ასე ისურვა ამერიკელმა ხალხმა” –  წერს სოციალურ ქსელში პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, .