“მამუკა, ანუ, ბიძინას აშინებდით, ივანიშვილს?” – გიორგი მუხიგულაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:
პომპეზურად კი დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის ხალხი, სასწრაფოდ თან, ბურჭულაძე კლინიკიდან წაიყვანეს, თვე გადის მალე, სუსი და რა ხდება?
გადატრიალებაო და სუსი გადატრიალების საქმეზე, გადატრიალდით ჯერ, თუ არა?
ჯერ იყო და ასაფეთქებელი შემოიტანეს და 4 ოქტომბერს უნდოდათ ქალაქის აფეთქებაო.
ასაფეთქებელი შემოიტანეს, წაართვა მდინარაძემ და მორჩა, ახალი ვერ იყიდეს და ვერც ადგილზე ააწყვეს?
ან ამ ასაფეთქებლის ფული ვინ დადოო, რატომ არ ამბობს სუსი?
ან გადატრიალებაო და ყაველაშვილის სასახლეში შესვლით ვინ გადატრიალდებოდა?
ყაველაშვილი ხალხმა მილიონ ცხრაასი ათასჯერ გადაატრიალა უკვე ყველა ბრუნვაში, რა გადასატრიალებელი ეგ იყო?
ან იარაღიო, ტყეში ჩაფლეს 4 ოქტომბრისთვისო და როდის აპირებდნენ ამ იარაღის ამოთხრას? 5 ოქტომბერს? 11 ოქტომბერს? 4 ოქტომბრისთვის რომ უნდოდათ, იმის ამოთხრა როდის იგეგმებოდა?
ან, დაფინანსება და ფულიო და ფული სად ჩაფლეს, ვერ იპოვე ჯერ, მამუკა? თუ რა ხდება?
ან ბაჩო ახალაიაო და არიქა, ჩქარა დაკითხვაზეო და აბა, დროზე, ცოლიც დაკითხვაზეო და რაო, ის ჩანაწერი არაა ხო ავთენტური?
და იმ ჩანაწერში რა სცენარიც დაამონტაჟეთ, არაფერი რომ ისე არ წასულა, მამუკა, ანუ, ბიძინას აშინებდით, ივანიშვილს? “აბა, არ იცოდით, ოპოს გეგმებზე არაფერი?
იმ ჩანაწერში 6-ზე დაიწყება შეტაკებაო – 6-ზე, ხალხს ველოდებით მშვიდად ვდგავართო ვნახეთ. იგივე ჩანაწერში, სისხლი დაიღვაროს უნდაო და პირბადეებითაც კი არ იყო ხალხი “აღჭურვილი”.
იმ ჩანაწერში, არიქა არეულობაო, ჭყლეტაო, ამბავიო და ეგაც პირიქით მოხდა, ხალხო აქ დაგველოდეთ მშვიდად, ცოტანი წავიდეთ მხოლოდ ყაველაშვილთანო.
ხოდა, მამუკა, რა ხდება-თქო, ისედაც შეშინებულ ბიძინას აშინებდი მაგ “ჩანაწერით?” თორემ, არც ერთი იქ გაჟღერებული არც კი უცდიათ.
დაფინანსებაო და ავტობუსებიც კი არ იყო რეგიონებისთვის დაფინანსებული.
კვამლის საწინააღმდეგო პირბადეებს ხალხი თავისი ფულით ყიდულობდა.
ფოიერვერკებიც კი არ იყო ნაყიდი.
იარაღი და ასაფეთქებელი კი არა, ის ღობე რომ ჩამოექცათ თავზე, 8 სპეცრაზმელის წინ იდგნენ და ელოდებოდნენ წიწაკის სპრეის როდის შეასხამდნენ.
არადა, კი გყავდათ იქვე მობილიზებული რობოკოპები, ბიჭებო, ერთი არასწორი ნაბიჯი და დალეწავდით, სისხლაც დაღვრიდით, ხო?
თუ სისხლის დაღვრას არ გეგმავდით 4 ოქტომბერს, პროსახელისუფლებო მედიას სისხლის დაღვრაზე რაღაც ბანძი აუდიო რატომ გამოაქვეყნებინეთ?
მაგრამ ხალხს პირბადეც კი არ ჰქონდა.
ხალხის უმრავლესობა რუსთაველზე იდგა.
იქ არქიმანდრიტმა დოროთემ ღიად თქვა რუსთაველზე, სისხლის დაღვრა უნდა ხელისუფლებასო და არ გამოვიდა ეგ ამბავი.
სისხლის დაღვრა არ გამოვიდა და აუდიო კი დარჩა ასე სისხლის დაღვრაზე, ჭყლეტაზე, 6 საათზე და დარჩა და დარჩეს რა როო, – რომელმა თქვით, მამუკამ, თუ ირაკლიმ? ჰა, ბიჭებო?
რაო, ბიძინამ, ამ ამოღებული ფულებიდან რამდენი პროცენტი აიღეთო?
ბომბებს, აფეთქებას, იარაღს, სისხლისღვრას რომ ამარიდეთ და გადატრიალებას, რით დასაჩუქრდებითო?
დაელოდებით, ახლა, ხო, შემოდებთ თაროზე საქმეს და როგორც კი ვიღაც არასწორად გადატრიალდება, ეგრევე მიუსვამთ ბურჭულაძეს 4 ოქტომბრის საქმეზე. ჯერ ვერ გადაწყვიტეთ და ვერ მოიფიქრეთ, ხო, ვის დაადოთ ხელი? თორემ, აქამდე ხომ დაადებდით?
ვინც გაგიჯიუტდებათ, იმას დაადებთ ხელს, რა პრობლემაა, ხომ?
ან მაგრად გაჭამათ ხალხმა და აზრზე არ იყავით რა მოხდებოდა ოთხში და ან ბიძინას დაშინება, მოდიან, მოდიან, მოდიან – აკაცუკები მოდიან, – მაგრად დაგიგეგმავთ.
ხოდა, რაო, ბიჭებო, იმან, ზემოთ, თოხლა?
პირბადეების რევოლუცია მოდისო, ვისი იდეა იყო, არ დაგვიმალოთ.
ჭეშმარიტი აკაცუკი პირბადეში იცნობაო, – ეს უთხარით რა სერიოზული სახით ბიძინას, დამიჯერეთ, გაგამეორებინებთ და ჩაიწერს, უყვარს მაგას აფორიზმები.
იტრიალეთ ახლა, ლოგინში იტრიალეთ და იფიქრეთ, რომელ ყოფილ თანაგუნდელს რამდენ მილიონს აახევთ და რამდენი გამოვა პროცენტი.
ყოველ საღამოს, 8 საათზე, მიწაზე ყურის დადება არ დაგავიწყდეთ…