მამუკა ანდღულაძე: ქართული მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია

ქართული მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკაა, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული აზრის ჩახშობას, – ამის შესახებ “მედიის ადვოკატირების კოალიციის” თავმჯდომარემ მამუკა ანდღულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მედიებზე თავდამსხმელთა სიაში ლუკაშენკოსა და პუტინთან ერთად ც აღმოჩნდა.

“ქართული მედია გარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკაა, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული აზრის ჩახშობას.

გუშინ ჩვენი კოლეგა და მეგობარი ნინია კაკაბაძე დააკავეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ეს არის მორიგი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი ხმის ჩახშობას. ჩემ გვერდით იმყოფება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც სხვა ჟურნალისტებთან ერთად რეჟიმმა უკანონოდ დააპატიმრა და პატიმრობა მიუსაჯა. სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი დღემდე ციხეშია. მზიას უკანონო პატიმრობა საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთი ჯილდოთი და აღიარებით შეაფასა, როგორც კიდევ ერთი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე საქართველოში.

დამსახურებულად შეიყვანეს მსოფლიოში მედიის მტაცებლების სიაში. ის მოხვდა ისეთი ადამიანების გვერდით, როგორიცაა პუტინი, ლუკაშენკო, მადურო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მძიმე და შეზღუდულია მედიის გარემო საქართველოში. არ უნდა დავივიწყოთ ის რეპრესიული კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დარტყმას. სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და „ქართული ოცნების“ სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება – მათ შორის კომუნიკაციების კომისია და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ჩვენ გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტთან, ვინც ამ მძიმე პირობებში აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და მაინც ახერხებს საზოგადოების ინფორმირებას”, – განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა