მამა შალვა: პარასკევს “ბასიანთან” დავდგებით, რომ ჩვენი შვილები იქ ვინმემ არ შეიტყუოს

მამა შალვა კეკელია პარასკევს, 11 საათზე კლუბ “ბასიანთან” პარაკლისს ჩაატარებს. ამის შესახებ სასულიერო პრიმა ქადაგებისას განაცხადა.

“მე შვილები მყავს, შვილები მეზრდება, არ მინდა ჩემი შვილი იქ ვინმემ შეიტყუოს…

სიკვდილის ადგილია, ასეთი ბევრი ადგილია, სამწუხაროდ საქართველოში.

ყველას უთხარით, პარასკევს “ბასიანთან” დავდგებით…

ყველანი ერთად დავდგეთ და 11 საათზე დედა ღვთისმშობელს ვთხოვოთ დახმარება”,- ამბობს მამა შალვა ქადაგებაში.