“მამა ქუჩაში დატოვა და ისიც მოკვდა საწყალი, ამასწინ შემხვდა მღვდელი გამხდარა” – დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე:
ბავშვობის მეგობარი მყავდა. გადასარევი ბიჭი იყო, თამაში დაიწყო და დედამისის ბიზნესი ჩამოაქცია (საცხობები ქონდა ქუთაისში რამდენიმე). მოკლედ ნოლზე დასვა ქალი, რომელიც ნერვიულობით გარდაიცვალა. მერე სახლიც დააგირავა, მამა ქუჩაში დატოვა და ისიც მოკვდა საწყალი. ამასწინ შემხვდა მღვდელი გამხდარა. ისე ეკლესიური სულ იყო. მომიკითხა, ამდენს რომ დაფრინავ თამილას თუ აქცევ ყურადღებასო (თამილა დედაჩემია). მშობელი არ დაივიწყო, მიაქციე ყურადღებაო. არ იქცევი სწორადო…
მე მეუბნები ამას მამაოთქვა? ვუთხარი მოკრძალებით. მთელი ჩემი ცხოვრება თამილას “ნორკისთვის” და “პისეცისთვის” რომ ვასწორებდი დღეს და ღამეს, ყველაზე კაი ჩაცმული რომ ყოფილიყო ნათესავების ქორწილებსა და გასვენებებშითქვა. (დედაჩემიც კიდე შერყეული იყო ამ ჩაცმაზე, მთელი ჩვენი სიმდიდრე იმ შუბებში იყო)
მიუხედავად ამისა მაინც დამტუქსა, არა ხარ მართალიო…

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს