მამა კირიონი გელათში ვიზიტორებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ვიზიტორებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი კომენტარი გაკეთდა.
ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მამა კირიონმა ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. მამა კირიონის თქმით, მიმდინარეობს დროებით გადახურვის სამუშაოები. მისივე ინფორმაციით, გერმანული კომპანიის მიერ სპეციალურად შეიქმნა მასალები და სამუშაოებსაც გერმანელი სპეციალისტი განახორციელებენ, რომლებიც ტაძარში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ. გადახურვის პარალელურად, დაიწყება შიდა სამუშაოები. უცხოელები და ქართველი სპეციალისტები მოზაიკის და მხატვრობის მომდევნო სარეაბილიტაციო ეტაპს დაიწყებენ. მამაომ ასევე ისაუბრა, ტაძარში ვიზიტორებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე. მისი განმარტებით, შეზღუდვა უსაფრთხოების გამო დაწესდა, რომ მძიმე ტექნიკა უსაფრთხოდ გადაადგილდეს.
გელათის სამონასტრო კომპლექსი 15 აგვისტომდე დაიკეტა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს

„ლელო“ – ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით