მამარდაშვილს “ლივერპულში” მინუს ერთი კონკურენტი ეყოლება

26 წლის ირლანიელი მეკარე კაომინ კელეჰერი უკმაყოფილოა „ლივერპულში სათამაშო დროის სიმცირით, გუნდის გამოცვლა უნდა და „ჩელსი“ მზადაა იმდენივე გადაიხადოს, რამდენსაც ითხოვენ – 40 მილიონ ფუნტი, – იტყობინება Fichajes-ი.
იგივე ინფორმაციას ავრცელებს Metro: „ჩელსიში“ რობერტ სანჩესი და ფილიპ იორგენსენი არადამაჯერებლად თამაშობენ და კელეჰერით ამიტომ დაინტერესდნენ. თუმცა, ტრანსფერის გაჩარხვა ადვილი არ იქნება, ვინაიდან „ლივერპული“ გაყიდვაზე იოლად არ დათანხმდება და თანაც, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მისი სათანადოდ შემცვლელი ეყოლებათ“.
Football Insider-ის მტკიცებით, კელეჰერის გადაბირებას „ბორნმუთიც“ შეეცდება, სადაც ძირითადი მეკარე კეპა არისაბალაგაა და თუ
გუნდმა ევროტურნირებზე გასვლა მოახერხა, კაომინის დამატება უფრო აქტუალური გახდება.
შეგახსენებთ, მერსისაიდულმა კლუბმა მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდ შეიძინა და სეზონის ბოლომდე „ვალენსიაში“ იჯარით დატოვა. თუ ირლანდიელი გუნდიდან წავა, ქართველს ალისონის სახით მხოლოდ ერთი კონკურენტი ეყოლება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში