მამარდაშვილმა “ვალენსიაში” მე-100 მატჩი ჩაატარა – მისი გუნდი “სელტასთან” ფრეს დასჯერდა [VIDEO]

ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სელტას“ დაუზავდა – 2:2
დებიუტში სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ და დაწინაურდნენ კიდეც. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, დუვიკასს მეკარე მამარდაშვილმა არ გაატანინა, ასპასის დარტყმული ბურთი კი ძელს მოხვდა. შესვენების შემდეგ ასპასმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბურთს მისწვდა, თუმცა ძლიერი დარტყმული იყო და მოგერიება ვერ შეძლო. მერე თერთმეტმეტრიანი „სელტას“ კარში დაინიშნა და მარიმ „ვალენსია“ წინ გაიყვანა. თუმცა, დუვიკასმა მალევე აღადგინა თანაფარდობა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მამარდაშვილის „ღამურებში“ მე-100 და შესაძლოა, ბოლო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ამ
სეზონში ჩემპიონატის 37 შეხვედრაში 44 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა. დღევანდელ დაპირისპირებაში მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.7, Whoscored 6.3, Flashscore 6.2.
„ვალენსიამ“ პრიმერა 49 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულა.
ვიგო. „ბალაიდოსი“
სელტა – ვალენსია 2:2
გოლები: 0:1 დომინგესი (5, საკ. კარში), 1:1 ასპასი (49, პენ), 1:2 მარი (60, პენ), 2:2 დუვიკასი (62)

ასევე დაგაინტერესებთ