მამარდაშვილი: ჩემთვის, ესპანეთის პირველ გოლზე 100%-ით თამაშგარე იყო

ჩემთვის, პირველ გოლზე 100%-ით თამაშგარე მდგომარეობა იყო. შეიძლება, ეს თამაში მაინც წაგვეგო, მაგრამ იმ მომენტში თამაშგარე იყო. მორატა ჩემ წინ იდგა და ხელს მიშლიდა – მარჯვენა მხარეს ვიყავი, როდრიმ კი ჩემგან მარცხნივ დაარტყა.
ასე შეაფასა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ნაკრებთან მის კარში გატანილი პირველი გოლი, რომლის ავტორი ალვარო მორატაა.
საქართველოს ნაკრები მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ესპანეთთან 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.