“მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის” – ინგლისური მედია

„მანჩესტერ სიტისთან“ სტუმრად ინგლისის თასის მეოთხედფინალში წაგებულ მატჩში (0:4), „ლივერპულის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში ინგლისურმა გამოცემებმა შეაფასეს.
Liverpool Echo: მამარდაშვილი (6 ქულა). „მაღალ ბურთებზე დამაჯერებლად მოქმედებდა, ფეხითაც კარგად თამაშობდა, ორი ძლიერი დარტყმა მოიგერია. არცერთი გაშვებული ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონდა“.
Rousing the Kop: მამარდაშვილი (5 ქულა). „სალაჰს რომ მისი გადაცემით ესარგებლა, საგოლე პასი გამოუვიდოდა. პირველ ტაიმში ჰოლანის გოლებისას გუნდის გადარჩენა პრაქტიკულად არ შეეძლო. შესაძლოა, სემენიოს გოლისას კარიდან ცოტა ადრე გამოსვლა მართებდა. ის მთავარი დამნაშავე არ არის“.
liverpool.com: მამარდაშვილი (6 ქულა). „ცოტა ხნის წინ ალისონის მიღებული ტრავმის გამო, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოუწევს ასპარეზობა. ეს მისი ჩვეული თამაში გახლდათ. ორი კარგი „სეივი“ შემოგვთავაზა, თუმცა ფეხით ყოველთვის უნაკლოდ არ ირჯებოდა. კარგი გრძელი გადაცემა გაუკეთა სალაჰს. გაშვებული გოლებისას არაფერი არ შეეძლო“.
This Is Anfield: მამარდაშვილი (5): „შეიძლებოდა მესამე გოლისას უკეთ ემოქმედა, როდესაც მეტოქემ ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა პრობლემების უმეტესობა წინ, დაცვაში ჰქონდა. შექების ღირსია იმის გამო, რომ შეხვედრის დასაწყისში სალაჰს შესანიშნავი მომენტი შეუქმნა, როდესაც ალისონის სტილში პასი გაუკეთა და აჩვენა, რა შეუძლია მარცხენა ფეხით“.