მამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში – ვინაა ყველაზე სახელოვანი…

დიდი ფორუმების წინ ყოველთვის არაერთი სახის სტატია იწერება, რომლებიც მომავალი ტურნირის ფეხბურთელებზე ავანსად გვესაუბრება. ახლა საშუალება გვაქვს, ამ პროცესთან ახლოს ვიყოთ, თავადაც აქტიურად ჩავერთოთ და მხოლოდ იმას არ დავაკვირდეთ, უცხოური მედია რას გვთავაზობს. Sportall.ge დღეს წარმოგიდგენთ სამ მეკარეს, რომელთაც ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ, ჯერ პატარა ასაკში არიან და ევროპის ჩემპიონატზე მათი თამაში დაკვირვებას იმსახურებს.
გასულ ზაფხულს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდების ნაკრებს ძალიან მაგარი გოლი რომ გაუტანა, მათ კარს მაშინ “ანდერლეხტის” მეკარე ბარტ ვერბრუგენი იცავდა.
ამის შემდეგ ბარტს სერიოზული პროგრესი აქვს და 21 წლის კიპერი უკვე ეროვნული გუნდისა და ინგლისური “ბრაიტონის” შეუცვლელი წევრია.
ვერბრუგენი, რომელიც 194 სმ-ია, კარიერას “ბრედაში” იწყებდა, რასაც ბელგიურ “ანდერლეხტში” ტრანსფერი მოჰყვა. ბრაიტონელები წელს ბევრ უშვებენ, მაგრამ ამაში მეკარის დადანაშულება სწორი არ იქნება, დე ძერბის გუნდს ბალანსის პრობლემა აქვს. ნიდერლანდელებს პრემიერლიგაში კიდევ ერთი კიპერი ჰყავთ, 30 წლის მარკ ფლეკენი “ბრენტფორდის” ღირსებას იცავს.
ვერბრუგენის სატრანსფერო ფასი 14.9 მილიონია. ნიდერლანდელების ჯგუფში საფრანგეთი, რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი და ავსტრია არიან.
“ვალენსიას” კიპერს მართლაც ხელშესახები წინსვლა აქვს და პრობლემურ ასპექტებში ყოველდღიურად უკეთესი ხდება. მაგალითად, ასეთი პენალტების ვერმოგერება იყო, მაგრამ ამ მხრივ “მამარდას” სერიოზული წარმატებები აშკარაა. ბოლო ტურში ისე გამოჩნდა, მის მიმართ უკვე ერთგვარი რიდიც გააჩნიათ, რაც თერთმეტმეტრიანის დამრტყმელს საქმეს ურთულებს.
გიორგი 23 წლისაა და 197 სმ სიმაღლის (სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევრო). კარიერას ის “გაგრაში” იწყებდა, რასაც თბილისის “დინამო” მოჰყვა, რომელმაც ჯერ “რუსთავში”, შემდეგ კი “ლოკომოტივში” გაანათხოვრა. ამ უკანაკსნელის რიგებში ევროპა ლიგაზე შესანინავი თამაშის შემდეგ ის ესპანურმა “ვალენსიამ” თითქოს სათადარიგო კიპერად გადაიბირა, მაგრამ მალევე გუნდის შეუცვლელ ფიგურად იქცა, რომელმაც ამ მაჩვენებლითაც რეკორდი დაამყარა და გოლგაუშვეველი მატჩებიც ამ სეზონში უკვე 12 დაუგროვდა.
საქართველოა ნაკრები ევროზე აუტსაიდერის სტატუსითაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილს ცოტა საქმე არ უნდა ჰქონდეს. მისი დამაჯერეველი თამაში ქართველ გულშემატკივრებს პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან დამატებით იმედს აძლევს.
ისეთი კლუბის მეკარის, როგორიც მადრიდის “რეალია”, პროგრესირებადებს შორის განხილვა ცოტა უხერხულიც კია, მაგრამ რომ არა კურტუას ტრავმა, არავინ იცის, ლუნინს შანსი რამდენად მიეცემოდა, კეპასთან კონკურენცია კი დიდებული თამაშით დაძლია. 25 წლის კარის დარაჯს პრობლემებიც აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე “სიტისგან” გაშვებული ჯარიმა ამაზე მეტყველებს, მაგრამ ის ასე საჭირო ინტენსივობას, გამოცდილებასა და წნეხს ანდრეი ახლა იღებს.
191 სმ ლუნინი ჯერ “მეტალისტსა” და “დნიპროში” თამაშობდა, “სამეფო კლუბში” კი ლუგანსკის “ზარიადან” მოხვდა. მისი სატრასნფერო ფასი ახლა 16 მილიონი ევრო. უკრაინელებს ჯგუფში რუმინეთი, და ბელგია ჰყავს.
ევრო 2024-ის ყველაზე სახელოვანი მეკარეების ხუთეული: ნოიერი (გერმანია), დონარუმა (იტალია), ობლაკი (სლოვენია), შჩესნი (პოლონეთი), მენიო (საფრანგეთი).

ასევე დაგაინტერესებთ

“პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები” – ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა