პოლ ოსტერის “4 3 2 1” მთავარი გმირის ცხოვრების განვითარების 4 შესაძლო გზას ასახავს. ყველაფერი ეს გიორგი მამარდაშვილზე რომ გადმოვიტანოთ, “ვალენსიაში” გადასვლის შემდეგ მისი კარიერის განვითარების ურთიერთგანსხვავებული ვარიანტი არსებობდა. ყველაფერი ქართველი მეკარისთვის საუკეთესო სცენარით დალაგდა. ახლა “ლივერპულის” ჯერია.
“მამარდასთან” ისევ რამდენიმე სცენარზე ვმსჯელობთ. ყველაზე რეალური ისაა, მან ძირითადად, სათასო შეხვედრებში ითამაშოს, მაგრამ ცხოვრება და ფეხბურთი იმიტომაცაა საინტერესო, რომ გამორიცხვა არაფრის შეიძლება, მითუმეტეს თუკი საქმე ისეთ მიზანდასახულ ადამიანთან გვაქვს, როგორიც მამარდაშვილია.
რას ვხედავთ უკვე? “ლივერპულში” კარგად იციან, კარის ხაზზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჰყავთ და ეს გიორგიმ აქაც უკვე დაამტკიცა. ვხედავთ, გუნდი როგორ ცდილობს, ქართველი კიპერი წნეხში ფეხით თამაშს შეაჩვიოს. ეს მოკლე პასები და ალისონის გრძელი, საგოლე პასების შესახებაც ხომ ვიცით “მამარდა” ამაზეც იმუშავებს და შედეგსაც დავინახავთ.
“ლივერპული” განახლდა და იდეალურობამდე მისაღწევად დრო დასჭირდება. სლოტის მხრიდან ახალ ელემენტებს აუცილებლად ვნახავთ.
“4 3 2 1”. გიორგი მამარდაშვილის 10 აგვისტოს თასზე ველით. ერთ-ერთი გზა ახლა ეს ჩანს და ინგლისში საკმაოდ ბევრი სათასო ტურნირიცაა. ისე კი, ბოლო ორი სეზონია, მეკარე ალისონი პრემიერლიგაში 28 მატჩს თამაშობს, მანამდე თუ 37 და 38-იც კი ყოფილა.
“მამარდას” წარმატებული სეზონი უნდა ჰქონდეს!
“ორბი” ბედოშვილის ტრანსფერის გამო რუსულ კლუბს ფიფაში უჩივლებს
“ბურთს ძალიან ნელა იშორებს და ფეხით არადამაჯერებელია” – ლივერპულის ქომაგების ორაზროვანი კომენტარები მამარდაშვილის თამაშზე
