ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „მალიორკა“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, შესვენების შემდეგ შანსი სტუმრებსაც მიეცათ, მაგრამ დარდენის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. 50-ე წუთზე კი „ღამუღები“ ლოპესმა დააწინაურა. დარჩენილ დროში მატჩი გარდამავალი უპირტესობით მიმდინარეობდა, ანგარიში არ შეიცვალა და „ვალენსიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„ვალენსიამ“ ბოლო 4 შეხვედრიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 31 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდა და 5 აპრილს მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება.
მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში მეექვსე მშრალი
მატჩი ჩაატარა და 9 თებერვლის მერე პირველად არ გაუშვა გოლი – შეფასებები: sofascore 7.0, whoscored 6.9, flashscore 6.9.
ვალენსია – მალიორკა 1:0
გოლი: ლოპესი (50)
ვულოცავ მამრდას საჭირო 3 ქულა აიღეს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ვალენსია სულაც არაა ცუდად დაკომპლექტებული გუნდი,თავისუფლად შეეძლო ამ გუნდს შვიდეულისთვის ბრძოლა საწყის ტურებში უაზროდ ქულები,რომ არ დაეკარგა. დარჩენას რაც შეეხება,ეს აწი აღარ გაუჭირდება,გუნდმა იპოვა თავისი თამაში და არაა გამორიცხული სეზონის ბოლოს ათეულშიც შეძლოს შესვლა.
