მამარდაშვილის მეექვსე მშრალი მატჩი და “რეალთან” შეხვედრის წინ “ვალენსიას” გამარჯვება

ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „მალიორკა“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, შესვენების შემდეგ შანსი სტუმრებსაც მიეცათ, მაგრამ დარდენის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. 50-ე წუთზე კი „ღამუღები“ ლოპესმა დააწინაურა. დარჩენილ დროში მატჩი გარდამავალი უპირტესობით მიმდინარეობდა, ანგარიში არ შეიცვალა და „ვალენსიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„ვალენსიამ“ ბოლო 4 შეხვედრიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 31 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდა და 5 აპრილს მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება.
მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში მეექვსე მშრალი
მატჩი ჩაატარა, 9 თებერვლის მერე პირველად არ გაუშვა გოლი – შეფასებები: sofascore 7.0, whoscored 6.9, flashscore 6.9.
ვალენსია – მალიორკა 1:0
გოლი: ლოპესი (50)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში