მამარდაშვილის “ვალენსიამ” “ვილიარეალთან” ფრეს მიაღწია და ბოლო სამ მატჩში დაუმარცხებელია [VIDEO]

ლა ლიგის ოცდამეოთხე ტურში „ვალენსიამ“ სტუმრად „ვილიარეალთან“ ქულები გაიყო – 1:1.
„ღამურების“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore. 7.2, whoscored 6.9, flashscore 6.9.
„ვალენსია“ ბოლო სამ მატჩში დაუმარცხებელია, 23 ქულით ჯერჯერობით მეჩვიდმეტე ადგილზეა და 22 თებერვალს „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.
ვილიარეალი – ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 გუიე (32), 1:1 სადიკი (84)