ლა ლიგის მეჩვიდმეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ვალიადოლიდთან“ 0:1 დამარცხდა, რომელიც აქამდე ბოლო ადგილზე იმყოფებოდა.
„ღამურების“ კარს ტრავმირებული გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა. ჩრდილოეთ მაკედონიელმა დაბალი შეფასებები მიიღო: Sofascore 6.4, flashscore 5.7, Whoscored 5.5.
„ვალენსიას“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით აუტსაიდერია და 19 დეკემბერს სტუმრად „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება.
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“
ვალიადოლიდი – ვალენსია 1:0
გოლი: ტუჰამი (20)
გაძევება: ლატასა (78, ვალიადოლიდი)