მამარდაშვილის გარეშე – “ვალენსიამ” თასზე გამარჯვება მოიპოვა

ესპანეთის თასის 1/32-ფინალში „ვალენსიამ“ გასვლაზე მესამე დივიზიონის „აროსა“ 1:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„ღამურების“ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ რიგ წამყვან ფეხბურთელებს და მათ შორის გიორგი მამარდაშვილს დასვენების საშუალება მისცა, რომლის ნაცვლად ხაუმე დომენეკი ათამაშა.
„ვალენსიას“ სადებიუტო გოლით გამარჯვება უკრაინელმა თავდამსხმელმა ივან იარემჩუკმა მოუპოვა. მან 82-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა.
„ვალენსია“ შემდეგ მატჩს 9 დეკემბერს ლა ლიგაზე სტუმრად „ხეტაფესთან“ გამართავს.
აროსა – ვალენსია 0:1
გოლი: იარემჩუკი (8)

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში