მალი უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

მალის რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.
მედიის ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი პოლკოვნიკ აბდულაი მაიგას ხელმოწერით, რომელიც მალის მმართველ ხუნტას წარმოადგენს, ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მაიგას განცხადებით, ბამაკო უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელს ანდრეი იუსოვს ადანაშაულებს იმის გამო, რომ აღიარა კიევის როლი იმ დიდ დამარცხებაში, რომელიც სამთავრობო ჯარებმა და რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა ივლისში, მეამბოხეებთან ბრძოლებში განიცადეს. გარდა ამისა, მალის დემარში გამოიწვია სენეგალში უკრაინის ელჩის, იური პივოვაროვის პოზიციამ, რომელმაც მმართველი ხუნტას ოპონენტების ქმედებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
ოფიციალურმა კიევმა და ბამაკომ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა