“მალე შეწყვეტს ჭალის აბაშიძეების ეკლესიის ფრესკები არსებობას, გაქრება ფრესკები სადაც გამოსახულია XVI ს-ის საერო პირები…”

“მალე შეწყვეტს ჭალის აბაშიძეების ეკლესიის ფრესკები არსებობას, გაქრება ფრესკები სადაც გამოსახულია XVI ს-ის საერო პირები, თავიანთი საერო სამოსებით, მსგავსი ფრესკებით ქართველები განებივრებულები ნამდვილად არ ვართ. ეს ტაძარი ჩვენი საზღვრების მიღმა რომ იყოს ბევრი იგლოვებდა დღეს, მაგრამ რადგან აქვეა და საქართველოშია, მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა თუ იცის. […] დაზიანება სხვა ფრესკებს უფრო დიდი აქვთ. ნალესობა დაშორებულია კედლებს და დანესტილია. […] საერო პირის ეს ფრესკა მალე განადგურდება, და ორიგინალში ვეღარ ვიხილავთ XVI ს-ის ეპოქის ქართველთა ჩაცმულობის უნიკალურ ნიმუშებს. 1510 წელს აგებული ჭალის აბაშიძეების ეკლესია.” – წერს ფოტოგრაფი Guram Graphy სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე – ისეთ ფონს ქმნიან, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებები კიდევ უფრო გაამძაფრონ – ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ უარი ვთქვით მათი დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები