მალგოჟატა გოშევსკა – ქალბატონო კალას, რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას? – თქვით, რომ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ, მზადაა – მაშინ გააკეთეთ ეს!

ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას? – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.
„კვირების განმავლობაში ათასობით ქართველი გამოდის ქუჩებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ, პრორუსული პარტიის, რომელიც პირდაპირ უბიძგებს ქვეყანას რუსეთის მკლავებისკენ. დაპატიმრებები, ძალადობა ევროკავშირთან ურთიერთობის გაყინვა არის ხელისუფლების პასუხი ქართული საზოგადოების მიმართ. საპროტესტო აქციები იმართება სლოგანის – „გაიღვიძე საქართველო“-ს ქვეშ, რაც, ვიტყოდი, რომ არის „გაიღვიძე ევროპა“ და დავდგეთ მომიტინგეების გვერდით“, – აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.
მან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, კაია კალასს მიმართა, რომელმაც გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ „29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“.
„ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას, პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას, რაც მათ პრეზიდენტ სააკაშვილს გაუკეთეს? თქვენ თქვით, რომ იმ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ, უკვე მზადაა, მაშინ გააკეთეთ ეს, მინიმუმ გააკეთეთ ეს! უნდა ვიმოქმედოთ დალოდების გარეშე, ქართველები თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან, მოდით, დავეხმაროთ მათ“, – აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ