საქართველო დიქტატურა ხდება. “ქართული ოცნება” – პრორუსული პარტია – კანონს არღვევს და დაჩქარებული წესით ახდენს ოპოზიციის მარგინალიზებას, აჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსებას უწყვეტს , – ამის შესახებ ევროაპრლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ხალხი ქუჩაში გამოდის, მაგრამ „სასტიკად ახშობენ“.
„ცოტა ხნის წინ, 8 ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაშია.
საქართველო უფრო ახლო კავშირებს აწყობს რუსეთთან, ბელარუსთან და ირანთან. ქვეყანას ევროპას და დასავლეთს ეშორებენ, და ეს ქართველი ერის ამბიციებსა და სენტიმენტებს ეწინააღმდეგება.
საერთაშორისო არენაზე “ქართული ოცნების” პოლიტიკური იზოლაცია გვჭირდება. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონტაქტის შენარჩუნება გვჭირდება. ასევე ინდივიდების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები გვჭირდება.
პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ასევე გვჭირდება ფონდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად,” – განაცხადა ევროაპრლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ.
