მალაიზიაში აღლუმისთვის რეპეტიციისას 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, 10 ადამიანი დაიღუპა

მალაიზიის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო აღლუმის რეპეტიციის დროს ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა.
შეჯახების შედეგად ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. მალაიზიის სამეფო საზღვაო ძალების ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზების შესახებ გამოძიება დაიწყეს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 9:30 საათზე, ქალაქ ლუმუტში მოხდა, სადაც საზღვაო ძალების ბაზა მდებარეობს.
ადგილობრივ მედიაში შეჯახების ამსახველი კადრები ვრცელდება.