მალაიზიამ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა

მალაიზიამ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა.
„მალაიზიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ისრაელში დაფუძნებულ საზღვაო გადამზიდ კომპანია ZIM-ს მალაიზიის პორტებში შესვლა აუკრძალოს“, – განაცხადა ანვარ იბრაჰიმმა.
დაწესებული აკრძალვის მიხედვით, ისრაელისკენ მიმავალი გემები მალაიზიის პორტებში ტვირთის გადმოტვირთვას ვეღარ შეძლებენ.
მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აკრძალვა ისრაელის მიერ ღაზაში „ჩადენილ ჰუმანიტარულ დარღვევებზე“ პასუხს წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”