მაკრონმა და ზელენსკიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად

საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიზანია თანამშრომლობა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
ხელმოწერის ცერემონია დღეს, 17 ნოემბერს გაიმართა პარიზის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე.
სააგენტო AFP პრეზიდენტ მაკრონის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს ხელმოწერილი დოკუმენტის მიზანია სამხედრო მრეწველობის სფეროში საფრანგეთის მოწინავე გამოცდილება უკრაინის თავდაცვის სამსახურში ჩადგეს და კიევს მისცეს რუსეთის აგრესიისთვის პასუხის გასაცემად საჭირო სისტემების შეძენის შესაძლებლობა.
ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავისი არმიისთვის საფრანგეთისგან შეიძენს 100 გამანადგურებელს, Rafale.
უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთში საბერძნეთიდან ჩავიდა, 18 ნოემბერს კი ესპანეთს ეწვევა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია