მაკრონი: ISIS-ის ჯგუფი, რომელმაც მოსკოვში თავდასხმა მოაწყო, ტერაქტებს საფრანგეთშიც ამზადებდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ს თქმით, მისი ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მონაცემები ადასტურებს, რომ მოსკოვში მომხდარი ტერაქტის უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთი იდგა. მაკრონის თქმით, ტერორისტული ორგანიზაციის ამ დანაყოფმა ტერაქტების მოწყობა უკანასკნელ თვეებში საფრანგეთშიც სცადეს.
ემანუელ მაკრონს ჟურნალისტებთან საუბრის დროს მეტი დეტალი არ გაუმხელია, თუმცა, დღეს საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.
ქვეყნის პრემიერმინისტრის, გაბრიელ ატალას მიხედვით, უსაფრთხოების უმკაცრესი ზომების მიღების მიზეზი მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე ისლამური სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება გახდა, რაც, შესაძლოა, საფრანგეთისთვისაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს.
საფრანგეთში ტერორიზმის საფრთხის სამი დონე არსებობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მესამე, უმაღლესი დონე ამოქმედდა, რაც საშუალებას იძლევა, გაძლიერდეს შეიარაღებული პირების მიერ ქვეყნის მასშტაბით პატრულირება ისეთ საჯარო ადგილებში, როგორიცაა მატარებლის სადგურები, აეროპორტები, რელიგიური დაწესებულებები და ა.შ.