მაკრონი, ფონ დერ ლაიენი ჩინეთს მოუწოდებენ რუსეთზე ზეწოლა განახორციელოს უკრაინის საკითხზე

საფრანგეთმა და ევროკომისიამ 6 მაისს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს უთხრეს, რომ სურთ მოსკოვზე თავისი გავლენა მან გამოიყენოს ში ს მიერ წარმოებული ომის დასასრულებლად, და რომ ევროკავშირი არ დაასუსტებს უკრაინის მხარდაჭერას.
ჩინეთის ლიდერს პრეზიდენტი მასპინძლობს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტია ევროპაში. მაკრონმა პარიზში მოლაპარაკება გამართა სი ძინპინთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან.
ჩინეთმა ბოლო წლებში გააღრმავა სავაჭრო და სამხედრო კავშირები რუსეთთან.
“იმედი გვაქვს ჩინეთი რუსეთზე მის მთელ გავლენას გამოიყენებს, რათა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომი” – უთხრა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს.
მაკრონის თქმით, უკრაინის საკითხზე ჩინეთთან კოორდინაცია “აბსოლუტურად გადამწყვეტია”.