მაკრონი ტრამპს: თქვენ არ შეგიძლიათ, იყოთ სუსტი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინაშე. ეს არ არის თქვენს ინტერესებში

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის ტრამპთან საუბარს აპირებს და პირდაპირ ეტყვის, რომ -ში რუსეთის წინაშე სუსტი არ უნდა იყოს და, რომ -ის ინტერესებშია ევროპელებთან მუშაობა.

მისი განმარტებით, ზელენსკი არის თავისუფალი სისტემის მიერ არჩეული პრეზიდენტი.

“მე ვაპირებ, დონალდ ტრამპს ძირითადად ვუთხრა: თქვენ არ შეგიძლიათ, იყოთ სუსტი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინაშე. ეს არ არის თქვენს ინტერესებში. როგორ შეგიძლიათ მაშინ, იყოთ სანდო ჩინეთის პირისპირ, თუ თქვენ სუსტი ხართ პუტინის წინაშე? როგორ ახსნით, რომ ჩინეთს არ აქვს ტაივანის დაპყრობის უფლება და რუსეთს უნდა ჰქონდეს უკრაინის დაპყრობის უფლება? აი, ამას ვეტყვი მას. ასევე, ვეტყვი მას, რომ მის ინტერესებშია ამ მომენტში ევროპელებთან მუშაობა.

ზელენსკი არის თავისუფალი სისტემის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ეს არ არის ვლადიმირ პუტინის შემთხვევა, რომელიც კლავს თავის ოპონენტებს და დიდი ხანია, არჩევნებს აყალბებს”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას