საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მაკრონის წერილშია აღნიშნული, საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა. მისივე თქმით, საფრანგეთი მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას.
ფორმულა საფრანგეთის პრეზიდენტის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე,
საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად მოგილოცოთ ქართველ ხალხს და ასევე თქვენ.
იმ დროს, როცა რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტზე, მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნის ამ ესოდენ სიმბოლურ დღეს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების არჩევით, ევროპულმა საბჭომ ცალსახად უპასუხა ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა.
ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში.
საფრანგეთი იმდენად მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას, რამდენადაც ის განაგრძობს ამ გზაზე სვლას.
გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი და მოკრძალებული პატივისცემის დასტური.
გულითადად თქვენი,
ემანუელ მაკრონი”, – ნათქვამია წერილში.