მაკრონი: თუ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს დაბრკოლებების შექმნას, ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს კიევში ჩასვლის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერს პოსტი, სადაც განმარტავს, თუ რა გზავნილი აქვს აღნიშნულ ვიზიტს უკრაინელი ხალხისადმი.
მისი თქმით, კიევში ჩასვლისას, მისი პირველი ფიქრი უკრაინელ ხალხს ეხება, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღმაფრთოვანებელი გამბედაობით დგას თავისი მიწისთვის, თავისუფლებისა და ევროპისთვის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც კიევში დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და გერმანიის პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ჩავიდა, ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ში შეჭრის გამო დგას ევროპის უსაფრთხოება სასწორზე.
“რუსეთის აგრესიის წინაშე ჩვენი პასუხი კოლექტიური უნდა იყოს. ეს ვიზიტი გერმანიასთან, პოლონეთთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად ხორციელდება”, – წერს მაკრონი.
Back in Kyiv, my first thoughts go to the Ukrainian people. For more than three years, you have stood with admirable courage. For your land.
For your freedom.
For Europe. The security of our continent is at stake here.… — Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) May 10, 2025
მან პოსტში ხაზი გაუსვა მის სამ ძირითად გზავნილს – მშვიდობას, სუვერენიტეტსა და მომავალს და განმარტა თითოეულის მნიშვნელობა უკრაინასთან მიმართებით.
“მე სამი გზავნილი მაქვს.
პირველი, მშვიდობა.
სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით იწყება. ეს არის წინადადება, რომელსაც ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად მოვამზადეთ. უკრაინამ ის 11 მარტს მიიღო. თუმცა, რუსეთი აყოვნებს, წინაპირობებს აყენებს, დროს ითვისებს და აგრძელებს ომს.
თუ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს დაბრკოლებების შექმნას, ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას – ერთად, როგორც ევროპელები, შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, წინ წავიწიოთ ამ მიმართულებით. ჩვენი ერთიანობა ჩვენი ძალაა. ეს არის ამ ვიზიტის აზრი: ყველას გვინდა მშვიდობა!
მეორე, სუვერენიტეტი.
სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უნდა შეიქმნას, უკრაინის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს. სწორედ ამაზე ვმუშაობდით – პარიზში, ლონდონში და ახლა კიევში. ჩვენ ერთად მივაღწიეთ პროგრესს.
და ბოლოს, მომავალი.
უკრაინა იბრძვის თავისი ხალხისთვის, მაგრამ ასევე ევროპული იდეისთვის, რომლისაც ყველას გვწამს. ჩვენი მიზანი თავისუფალი, ძლიერი, აყვავებული და ევროპული უკრაინაა”, – წერს მაკრონი.
მან X-ზე ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უკრაინის პრეზიდენტი და ევროპელი ლიდერები ერთად ჩანან.