მაკრონი: ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ევროპაში უნდა ჩატარდეს

-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ვაშინგტონში 18 აგვისტოს ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრა ევროპაში უნდა ჩატარდეს.
ამ შეხვედრის ევროპაში ჩატარება “მხოლოდ ჰიპოთეზა არ არის, ეს კოლექტიური ნებაა”, – თქვა ემანუელ მაკრონმა და დასძინა, რომ ის უნდა ჩატარდეს არა საფრანგეთში, როგორც ეს 2019 წელს მოხდა, არამედ “ნეიტრალურ ქვეყანაში.”
“შესაძლოა – შვეიცარიაში. მე მხარს ჟენევას ვუჭერ. ან შეიძლება სხვა ქვეყანაში ჩატარდეს, ბოლოს ორმხრივი მოლაპარაკებები სტამბოლში იყო“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა შესაძლო შეხვედრის ფორმატზე. მისი თქმით, გეგმა ასეთია: ერთმანეთს ჯერ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდებიან, შემდეგ ჩატარდება სამმხრივი შეხვედრა, რომელზეც მათ -ის პრეზიდენტი შეუერთდება, ამის მერე კი – მრავალმხრივი შეხვედრა, რომელზეც მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელებიც იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება