მაკრონი: “ვუახლოვდებით მომენტს, როცა მიზანშეწონილი იქნებოდა არ ვიყოთ მხდალები“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამშაბათს თქვა, რომ დროა უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ და ახლა „სიმხდალის“ გამოვლენის დრო არ არის.
„ევროპაში, ვუახლოვდებით მომენტს, როცა მიზანშეწონილი იქნებოდა, არ ვიყოთ მხდალები“, – უთხრა მაკრონმა ში მცხოვრებ ფრანგ ემიგრანტებს.
26 თებერვალს, უკრაინის შესახებ, პარიზში გამართულ კონფერენციაზე, ემანუელ მაკრონმა ღიად განიხილა დასავლური ჯარების ში გაგზავნის იდეა. პასუხად, ბევრი დასავლელი მოკავშირისგან, მან ძლიერ უარყოფითი რეაქცია მიიღო.
სამშაბათს, ში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის წინააღმდეგ ს სრულმასშტაბიან ომთან დაკავშირებით მან თქვა, რომ საფრანგეთმა და ჩეხეთმა, „კარგად იციან, რომ ომი ჩვენს მიწაზე [ევროპაში] დაბრუნდა, რომ ზოგიერთი ძალა, რომელიც შეუჩერებელი გახდა, ჩვენზე თავდასხმის საფრთხეს ყოველდღიურად, სულ უფრო ზრდის და რომ მოგვიწევს ვიცხოვროთ ისტორიისა და გამბედაობის შესაბამისად, რაც ამას მოითხოვს.“
26 თებერვალს, მაკრონის მიერ, ში დასავლური ჯარების გაგზავნის იდეაზე საუბრის შემდეგ, ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ მაკრონს დებატების წახალისება სურდა. მათი განმარტებით, განხილული იდეები ეხებოდა არასაბრძოლო ჯარებს, რომლებმაც შეიძლება შეასრულონ ფუნქციები, როგორიცაა ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდა, საზღვრის დაცვა ან უკრაინული ძალების წვრთნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

თაზო დათუნაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა იმ ხერხს მიმართა, რომელიც მოსკოვში ნაცადია – ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ის პოლიტიკურ სპექტრს ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა

პრემიერი – საქართველოში შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება