მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის ელაპარაკოს პუტინს, თუ ის მას დაურეკავს

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის დაელაპარაკოს ს ლიდერს, რადგან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის გარდა, საფრანგეთის როლს დეესკალაციაც წარმოადგენს.
უკრაინელ ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკის შეკითხვაზე, აიღებდა, თუ არა ყურმილს, თუ მას საერთაშორისო დამნაშავე ვლადიმირ პუტინი დაურეკავდა, მაკრონმა უპასუხა: „დიახ, მე ავიღებდი ყურმილს, რადგან მე ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. და მე მოვუსმენდი, თუ რას შემომთავაზებდა. მიმაჩნია, რომ საფრანგეთის როლია, როგორც ჩერჩილი იტყოდა, იყო ომის ნერვი. ერთის მხრივ, საჭიროა, რომ ს გადაეცეს ყველაფერი, რაც საჭიროა მისი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. მეორეს მხრივ, ხელი შეუწყოს დეესკალაციას. თუ [პუტინი] მოისურვებს რაიმეს შემოთავაზებას, მე მოვისმენ მის მოსაზრებას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა და დასძინა, რომ რაც შეეხება კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ მოლაპარაკებებს, ის მხოლოდ ორი ქვეყნის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის უნდა წარიმართოს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოითხოვს, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს.
მანამდე მაკრონმა გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, არ გამოავლინონ სისუსტე რუსეთის მიმართ და დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ არ უნდა გამოირიცხოს დასავლეთის ძალების რუსეთში გაგზავნის შესაძლებლობა.
როგორც მაკრონმა თქვა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა ომში გამარჯვება ვერ შეძლოს, რადგან ეს სჭირდება ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი – „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია – სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს