“მაკრონის ხელი ურევია” – ალიევი საქართველოში არსებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსულ გამოცემებთან “ВГТРК” და “РИА-თან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “საქართველოში მიმდინარე არეულობაშიც კი საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ხელი ურევია”.
“კარგია, რომ ახლა სიტუაცია (საქართველოში) სტაბილურობისკენ მიდის და ისევ, ხედავთ, მაკრონს ყურები გამოუჩნდა. ის საკუთარ ქვეყანაში ვერ ისვენებს, აუცილებლად უნდა შეძვრეს საქართველოშიც,” – განაცხადა ალიევმა.
ალიევის თქმით, “საქართველო აზერბაიჯანის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო მეგობარია, ამიტომ იქ სიტუაციის დესტაბილიზაცია ერთნაირად საზიანოა ორივე ქვეყნისთვის”.
იქამდე ალიევმა ბაქოში მიმდინარე კონფერენციაზე “მრავალფეროვნების დაცვა – ისლამოფობიასთან ბრძოლა 2024 წელს” განაცხადა, რომ საფრანგეთი ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლას.
“საფრანგეთი ტრადიციულ ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკასთან ერთად, ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლისა და მათ დისკრიმინაციის პოლიტიკას და აწყობს სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიებს” .
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანეულ მაკრონი ამბობს, რომ პარიზი შეშფოთებულია „ძალიან მკაცრი რეპრესიებით“ საქართველოში.
„მსურს, გავიმეორო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის მცველების მიმართ. ჩვენ დიდად შეშფოთებულნი ვართ ძალიან მკაცრი რეპრეიებით ახალგაზრდების წინააღმდეგ, მთავრობის მეთაურის განცხადებებით და ს შემდეგ, ფაქტობრივად, ევროპული გზის ღალატით. ეს იყო სრულად საპირისპირო იმისა, რასაც [„ოცნება“] საარჩევნო კამპანიის ეუბნებოდა ხალხს“, — განაცხადა მაკრონმა დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
აქამდე მაკრონმა მსგავსი განცხადებები ბიძინა ივანიშვილთან საუბარში გააკეთა.