მაკკონელი ოცნებას მოსკოვის რჩეულ პარტიას უწოდებს, ამბობს, რომ კანონი უნდა გაიწვიონ

რესპუბლიკელი სენატორი და შეერთებული შტატების სენატში უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი სენატში განცხადების გაკეთების დროს საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხო და მწვავედ გააკრიტიკა ქვეყნის ხელისუფლება.
მაკკონელის შეფასებით, ქართულ ოცნებას უნდა, რომ ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები ძალაუფლების კონსოლიდაციაში გაცვალოს.
“საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობის ძალაუფლების მისია მხუთავ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებასა და არღვევს მისი დემოკრატიის საყრდენს. ხელისუფლებაში ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობისთვის პარტია ქართული ოცნება მზადაა დაასრულოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები.” – თქვა სენატორმა.
ამერიკელმა პოლიტიკოსმა მწვავედ გააკრიტიკა ქართული ოპოზიციაც და მათ “უფხოები” უწოდა.
“და მაშინ, როცა პოლიტიკური ოპოზიცია დიდია, ის საკუთარი თავის წინააღმდეგაა დაყოფილი. პარტიების უფხო ლიდერების მიუხედავად, ათასობით ქართველი ქუჩაში გასაპროტესტებლად გამოვიდა. მათი სურვილი, რომ ს იძულებისგან თვითგამორკვევა და თავისუფლება უნდათ, ცხადია. ხუთიდან ოთხი ქართველი გამოკითხვაში ამბობს, რომ მათ ცალსახად ევროპული მომავალი სურთ. მათ სწამთ, რომ თავის მტკიცედ დამკვიდრება დასავლეთში, დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, სადაც კანონის უზენაესობა სუფევს, მათ საუკეთესო ინტერესებში შედის.” – აღნიშნა მაკკონელმა.
ამერიკელი სენატორის თქმით, -ს ინტერესებში შედის იმ ხალხის გვერდზე დგომა, რომლებიც ავტოკრატ ლიდერებს ეწინააღმდეგებიან. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მათ მან “პუტინის რჩეული პარტია” უწოდა.
“შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, საით გაიხედება საქართველო, აღმოსავლეთით, თუ დასავლეთით. თავისუფალი ხალხის გვერდზე დგომა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ პუტინისა და სის მსგავსი ტირანების აგრესიას, ჩვენს ინტერესებში შედის. ეს ასეა ტაივანისთვის, უკრაინისთვის, სთვისა და იაპონიისთვის. და ეს ასეა საქართველოსთვისაც. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ საკუთარი მომავალი თავად დაწერონ და არა მოსკოვის რჩეული პარტიის ბელადებმა გადაუწყვიტონ.” – აღნიშნა მაკკონელმა.
მაკკნონელიმ საკუთარი გადმოსახედიდან შეაფასა, თუ რატომ არის რუსეთი საქართველოთი დაინტერესებული და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ იმპერიალიზმის ბრალია, არამედ მნიშვნელოვანია გეოგრაფიული მდგომარეობაც.
“და რატომ არის რუსეთი საქართველოს მომავლის კონტროლით შეპყრობილი? ეს პუტინის ნეოიმპერიალისტურ ფანტაზიებს სცდება. გეოგრაფია მნიშვნელოვანია. ათასწლეულების განმავლობაში საქართველო და მისი შავი ზღვის სანაპირო ცივილიზებული სამყაროს გზაგასაყარზე იდგა. ეს კრიტიკული რესურსებისთვის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო წერტილია. და დღეს, სომხეთთან ერთად, ის წარმოადგენს სასურველ სახმელეთო ხიდს მოსკოვისა და თეირანის ავტორიტარ პარტნიორებს შორის.” – თქვა მაკკონელმა.
ამერიკელმა სენატორმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველებს დამპყრობლებთან წინააღმდეგობის დიდი ისტორია გააჩნიათ.
“ქართველ ხალხს კონფლიქტისა და დაპყრობების გაძლების დიდი ისტორია აქვს. მათ სიმტკიცის დიდი ტრადიცია და საამაყო მდიდარი კულტურა. და მათ იციან, რომ არსებობს სხვაობა რუსეთის წინაშე ქედის მოხრასა და პირის დასავლეთისკენ შებრუნებას შორის. ასე რომ, როგორც ქართველთა მეგობრები მთელ დასავლეთში, მეც ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება მომენტი, რომლითაც კიდევ უფრო მეტ სიამაყეს მოიპოვებენ… მომენტი, როცა რუსეთის ძალდატანების წინააღმდეგ მცირე უთანხმოებებს გვერდზე გადადებენ და ერთად დადგებიან.” – თქვა მაკკონელმა.
საბოლოოდ, ამერიკელმა სენატორმა მიღებულ კანონს უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ პირდაპირ უწოდა “რუსული კანონი” და თქვა, რომ ის უნდა გაიწვიონ.
“რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მომენტი საქართველოს მმართველი პარტიისთვისაც, რომ აღიარონ პუტინის ახირებებისთვის საკუთარი ხალხის ნების უარყოფის საზღაური და შეაჩერო დასავლეთთან ნგრევის პროცესში მყოფი ურთიერთობა. ვიმედოვნებ, თბილისში ძალაუფლებაში მყოფნი აირჩევენ სუვერენიტეტს და არა მორჩილებას და გაიწვევენ ახირებულ რუსულ კანონს პარლამენტიდან.” – თქვა მაკკონელიმ.