„მაკდონალდს საქართველო“ სიამოვნებით აცნობს მომხმარებლებს მორიგ ციფრულ ინოვაციას — მობილური შეკვეთის და გადახდის ფუნქციას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია “მაკდონალდსის” მობილურ აპლიკაციაში. ახალი ფუნქცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაზოგოს დრო, განათავსოს შეკვეთა სწრაფად, მარტივად, რიგის გარეშე და ანგარიშსწორება მოახდინოს პირდაპირ მობილური ტელეფონიდან, რაც მომსახურების გამოცდილებას მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სწრაფს და სასიამოვნოს ხდის.
„მაკდონალდსი“ საქართველოში უკვე 26 წელია ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ავითარებს სერვისებსა და ტექნოლოგიებს. ბრენდი ყოველთვის მოწინავეა ინოვაციების დანერგვისას და ქმნის გამოცდილებას, რომელიც ერგება თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს.
2018 წელს დანერგილ მობილური აპლიკაციას უკვე მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და წლიდან წლამდე რეკორდული მაჩვენებლებით იზრდება. მან არაერთი აღიარება მოიპოვა მსოფლიო მაკდონალდსებს შორის და წარმოაჩინა საქართველო, როგორც წარმატებული ციფრული მარკეტი.
სიახლე, აპლიკაციაში, რომელიც გულისხმობს მობილურით შეკვეთის და გადახდის ფუნქციონალს, კიდევ უფრო ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს მიიღონ შეკვეთა სხვადასხვა წერტილში:
