მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ბოტსვანის საგარეო ურთიერთობების მინისტრთან, ფენიო ბუტალესთან

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ბოტსვანის საგარეო ურთიერთობების მინისტრთან, ფენიო ბუტალესთან.
🔹ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით შესაბამისი კონსულტაციების გაგრძელებას.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული თურქმენეთის ფორუმზე, მან აღნიშნა ოკუპაციაც – კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა