საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით 2022 წელს მიღებული კანონის ეფექტიანი აღსრულების საჭიროებაზე ისაუბრა.
,,დარწმუნებული ვარ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება სიღრმისეული მსჯელობა გაიმართოს იმ საკითხზე, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მომხმარებლის უფლებების მაღალი სტანდარტის დანერგვას საქართველოში”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში ევროპული სტანდარტებისა და წესების დანერგვის მნიშვნელობაზე და საქართველოს კანონმდებლობის თანხვედრაზე ევროკავშირის რეგულაციებთან. ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკ-ის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.