მაკა ბოჭორიშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე: მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ

მაკა ბოჭორიშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე: მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადებას ეხმიანება საქართველოსთან დაკავშირებით.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას და აღნიშნული წერილი ერთგვარი გადაფარვაა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცახდებისა.
„მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას. ეს წერილი ერთგვარად გადაფარვაა იმ განცხადების, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მიერ და რომელიც მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ არჩევნებს არაფერმა შეუქმნას საფრთხე, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობდეს რაიმე შემაფერხებელი გარემოებები, თუ კი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ მათთვის საერთოდ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა, ს გზით დემოკრატიის ნაწილად ყოფნა. პრეზიდენტის მხრიდან ეს განცხადება გაკეთებულია, ეს არის ქართული პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის, სადაც გაკეთებულია აპელირება არჩევნებზეა და ისინი დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან, ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს ცრუ ნარატივები საქართველოს შესახებ“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით